მანტრების ძალა და ეფექტი

მანტრის ძალა

მანტრების ძალა და ეფექტი

მანტრის ძალა და გზა, მითითებული მანტრით.  უპანიშადებში ნათქვამია: „სათჰიასიიამ სათჰიამ“, ანუ „ჭეშმარიტების ჭეშმარიტება“. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რისთვის გვაქვს მოცემული ჩვენ სიცოცხლე და ჩვენ ის რას უნდა მიუძღვნათ, რომ შევასრულოთ ის, რაც დანიშნულია. ყოველ მანტრაში ეს გზა ნაჩვენებია თვით მანტრით. მანტრების წაკითხვისას ჩვენი წინაპრები უპირველეს ყოვლისა ზრუნავდნენ მანტრით მიწერილი სისუფთავის შენარჩუნებაზე, და მიდიოდნენ მასში მითითებული გზით. ისევე როგორც ერთფუძიანი სიტყვები ატ, ადიიათჰე, და ათჰ, შეესაბამებიან თვით საკვებს, მას, ვინც ჭამს და საკვების მიღებას, აღბეჭდავენ ჭამის პროცესს მთლიანად, ასევე მოქმედების ობიექტმა, თვით მოქმედებამ და მოქმედმა უნდა შეადგინოს ერთიანი მთელი – და მხოლოდ მაშინ თქვენი შრომა იქნება წმინდა.

მოსწავლეთათვის ეს იქნება გასაგები, თუ მივმართავთ ქვემდებარის, შემასმენლის და დამატების ანალოგიას. მხოლოდ ყველა სამის არსებობის და სწორი შეთანხმებისას არის შესაძლებელი წინადადების სწორად შედგენა. ეჭვები და შეცდომები წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინადადების რომელიმე წევრი არ არის ან დგას არა თავის ადგილებზე. ავიღოთ მაგალითისთვის „რაამამ დაარტყა“. მისი მომსმენი იკითხავს: „ვის დაარტყა რაამამ? ან რატომ?“ რომ არ წარმოიშვას ასეთი კითხვები, ჩვენ ვიტყვით: „რაამამ დაარტყა ძაღლს“. ზუსტად ასეა თვით მანტრებიც, მათი კითხვა და ამ კითხვის შედეგები უნდა იყოს ახსნილი და შეთანხმებული სათანადო სახით, მაშინ არ იქნება არანაირი ეჭვი და გაუგებრობა. ვედების ძალა მდგომარეობს სამერთიანობაში, როგორც წინადადებაში აზრი არის – შეთანხმებაში ქვემდებარის, შემასმენლის და დამატების (9, გვ.133-134).

მანტრის ძალა. დღეს ჩვენ ვიცით, როგორ გადაიცემა რადიო და ტელე გადაცემები  რადიოტალღებით მთელს მსოფლიოზე. განა დაუჯერებელი არ არის, რომ კრიშნას შეეძლო ერთდროულად გამოჩენილიყო გოპების (მწყემსი ქალების) სახლებში? თუ იანტრას, (მანქანას, ინსტრუმენტს) შეუძლია მიაღწიოს მსგავს შედეგს, რამდენად მეტი უნდა იყოს ძალა მანტრისა (წმინდა ფორმულისა)? ღმერთის სახელი და ფორმა ყველგან მსუფევია. ელექტრომაგნიტურ ტალღებს ატმოსფეროში შეუძლიათ შეინახონ ხმები და ფორმები მარადიულად. როცა სვამიმ ცოტა ხნის წინ მოინახულა ჰაიდერაბადი, მისი ნახვა შეიძლებოდა ტელევიზორით ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში. თუ მექანიკურმა სამარჯვმა შეძლო ასეთი შედეგის მიღწევა, განა წარმოუდგენელია, რომ ბევრად მეტის მიღწევა შეიძლება მანტრის ღმრთიური ძალით? ყველაფერი, რაც ამისთვის არის აუცილებელი – ეს არის სულზე აწყობა, ისევე როგორც აუცილებელია ააწყო მიმღები ან ტელევიზორი, რომ მიიღო გადაცემები. ჩათვალეთ თქვენი გული რადიომიმღებად. თქვენი კონცენტრირება – არის სამარჯვი აწყობისთვის. თქვენ განცდით ღმრთიურებას, როცა სათანადო სახით ააწყობთ თქვენს გულს. ეს მოითხოვს მყარ, ურყევ კონცენტრირებას (4, გვ.279).

* ვედა – არის დჰარმას, ზნეობრივი ცხოვრების, უბიწო ქცევის წყარო. ისინი, ვინც იცავენ ნორმებს, რომლებიც ეხება მოვალეობებს და ტაბუს, ისე როგორც მოცემულია ვედაში და როგორც ინტერპრეტირდება მამამსის (გულმოდგინე ანალიზსა და გამოკვლევაზე დაფუძნებული შეცნობის მეთოდის) წესების შესაბამისად, იმსახურებენ დჰარმას მიმდევრების სახელს. ისინი, ვინც ინტერპრეტირებენ მათ თავიანთი საკუთარი სურვილების შესაბამისად – არიან ადჰარმას მიმდევრები. ეს არის – ართა.

კითხვა: რა არის ართა?
საი: ეს ნიშნავს განსხვავებების გამოცხადებას! ვედები – ეს არის ბრძენების ანუ რიშების მაღალი ზეშთაგონებული ხედვის გამოხატვა. ვედების მანტრები – არის ძვირფასი საგანძური, მოპოვებული რიშების მიერ ადამიანის გასათავისუფლებლად. ასე ლაპარაკობს რიგვედა. ვედების ბრაჰმანული კონცეპცია ასევე აღინიშნება სიტყვით, რომლის ბოლო მარცვალი არის „სა“. ამ მიზეზით ვედა აღნიშნავს სიმდიდრეს (დჰაპას), სიბრძნეს (ჯნანა) და უზენაეს ძლევამოსილებას (პარამ იშვარიიას). აქ აღნიშნული სიმდიდრე განსხვავებულია ყოფითი შენაძენებისა და მფლობელობებისგან. ეს ის საშუალებებია, რომელთა დახმარებითაც შეიძლება უმაღლესი მიზნის მიღწევა. სხვა სიტყვებით, სიმდიდრე, შეძენილი დედა-ვედის (ვედა-მატას) წყალობით, – ეს არის თვით ყოვლისშემძლე სიბრძნე. სწორედ ამიტომ ვედების ბრძენები ლოცულობდნენ შემდეგნაირად: „უფალო! შენ ხარ – თვით განხორციელება ვედების (ვედასვარუპა). აღმავსე მე, მაგრამ არა რქოსანი პირუტყვისა და ბავშვების ტვირთით, არამედ სიბრძნით, რომელიც არის პარამ-იშვარიის წყარო. მე მთლიანად დაკმაყოფილებული ვიქნები ამ სიმდიდრით (დჰანით). და რამდენადაც ასეთი სიმდიდრე შეიძლება გამოყენებული იყოს შენი მსახურებისთვის, შენც ასევე იქნები კმაყოფილი, როცა მე ის მექნება“.

კითხვა: სვამი! დღეს არსად ადამიანებს შორის არ შეიძლება იპოვო გრძნობა, რომელსაც მიჰყავს ასეთ ლოცვებთან. ადამიანები იმეორებენ ამ ვედურ ლოცვებს როგორც დასწავლილ ფირფიტას, მათი მნიშვნელობის რაიმე, ამა თუ იმ ცოდნის გარეშე, უბრალოდ ჩვევის გამო. განა ასე არ არის? იღებენ კი ისინი სიბრძნეს, რომელიც არის ღმერთის ყველაზე ძვირფასი საგანძური?
საი: ჩემო ძვირფასო მეგობარო! შენ თვითონ ეს ეს არის თქვი, რომ ისინი დეკლამირებენ ვედას როგორც დასწავლილ ფირფიტას, ხომ ასეა? ასეთ შემთხვევაში ისინი იღებენ იმდენივე სიბრძნეს და იშვარიას, რამდენიც ისინი აქვს ამ ფირფიტებს, – ასე მათ როგორ შეუძლიათ სრული სიძლიერის განძის მოპოვება? მოტეხილი ტოტის მიწაში ჩარჭობით, განა შეიძლება ამტკიცო, რომ ეს მზარდი ხე არის? ისინი, ვინც იმეორებენ ვედებს მათი მნიშვნელობის გაგებით, ამ დროს განცდიან გრძნობებს, ჩადებულს ჰიმნებში, და მხოლოდ მარტო მათ შეუძლიათ დაიმსახურონ წყალობა ბრაჰმანის, ბრაჰმავიდია, უზენაესი სიბრძნე, უმაღლესი საგანძური (საკალა-იშვარიია) (14, გვ.36-38).

* საი: რაამას დროს აეროპლანები დაფრინავდნენ მანტრების ძალის დახმარებით. მანტრები გამოიყენებოდა ისრების სროლისთვის. ისრები შეილოცებოდა, რომ დიდი ყოფილიყო ეფექტი. როცა არჯუნამ გაიგო კრიშნას სიკვდილის შესახებ, მას დაავიწყდა ყველა მანტრები და იყო უმწეო. ახლანდელ დროში ნავარატრის ზეიმებზე გლეხები ულოცავენ თავიანთ სასოფლო-სამეურნეო საკუთვნოებს მანტრების საშუალებით, და ამას აქვს ეფექტი.

კითხვა: მაშასადამე, ახლაც კი მანტრებს ჯერ კიდევ გააჩნიათ ძალა?
საი: ოჰ, დიახ. დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს შორისაც კი, მათ, ვინც ექსპერიმენტირებს გაიატრი-მანტრასთან, იციან თავიანთი გამოცდილებით, რომ მას აქვს ძალა. მანტრა უნდა წარმოითქვას სულიერ ცხოვრებაში წინ წაწეული ადამიანის მიერ.

კითხვა: როგორც ჩვენ ვხედავთ სვამი არ ახმაურებს მანტრებს. თუ მისი მიმდევარი მზად იქნება მას შეუძლია თხოვოს სვამის მანტრა? თუ, შეიძლება მოხდეს, სვამი თვითონ ეტყვის, როცა ვინმე-ეული მიმდევრებიდან მზად იქნება ამისთვის?
საი: ახლა მანტრები გაიცემა არაკეთილშობილი ადამიანების მიერ, მათების წინამძღვრების მიერ ზოგიერთ ადგილებში. ან კიდევ რომელიღაცა იოგინების მიერ და ა.შ. ავატარები არასდროს არ იძლევიან მანტრებს. ავატარი აჩვენებს, რომ ღმერთი ყველგან არის. იმეორო მანტრები – ეს არის მეტისმეტად პრიმიტიული. როცა ესწრება ავატარი, უსმინო მას, გაიგო ის, რასაც იგი ლაპარაკობს, და გააკეთო ეს – სწორედ ეს არის მანტრა. კრიშნა არ აძლევდა არავითარ მანტრას ძმებ-პანდავებს, არჯუნასაც კი. ის უბრალოდ ეუბნებოდა: გააკეთე ეს, გააკეთე ის. ეს იყო საკმარისი, და მოქმედება იყო ძალიან ძლიერი (19, გვ.165-166).

* დღეს ჩვენ ვიცით, რომ ატომური აფეთქების შედეგები გავლენას ახდენს ორსულობის მიმდინარეობაზე და შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი. მაგრამ უწინდელ დროშიც არსებობდა იარაღი, რომელიც ატარებდა თავისში მსგავს საშიშროებას. ჩვენს დროში ჩვენ იმედს ვამყარებთ მხოლოდ ტექნიკაზე და თუ მოხდება ატომური აფეთქება, მისი შედეგები იქნება შეუქცევადი, ზიანი კი -გამოუსწორებელი. მაგრამ ძველად ადამიანებს ჰქონდათ მანტრების ძალის იმედი. მანტრას, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეეძლო „გაეუვნებელეყო“ ყველაზე ძლიერი იარაღის საბედისწერო ზემოქმედება. მაგრამ თუ ადამიანი ააფეთქებს ატომურ ბომბს, ვერავინ ვერ შეძლებს მის „გაუვნებელყოფას“ (12, გვ.146).

სიხარულისა და სადჰანის შესახებ. სინამდვილეში საჭირო არ არის განსაკუთრებული მიზეზის ძებნა, რათა განიცადო სიხარული. „სარვადჰა სარვაკალეშუ სარვათჰარა ჰარიჩინტანამ“. ყოველთვის და ყველგან და ყველა დროში იფიქრეთ ჰარის შესახებ. დაე ყოველი გაელვება იქცეს წმინდა დღედ. დაე ყოველმა გაელვებამ თავისში მოიტანოს მანტრის (წმინდა ფორმულის) ძალა. აკურთხეთ მიწა, რომელზეც თქვენ დადიხართ, დაე ეს გახდეს სიცოცხლის საქმე. არ დაკარგოთ არც ერთი წუთი. გამოიყენეთ მთელი თქვენი დრო იმისთვის, რომ ცნობა ღმერთის სახელის დიდების შესახებ აღწევდეს ინდოეთის ყველა კუთხეში (6, გვ.29).

მადლიერების გრძნობა და მზის მისალმების მანტარა. დღევანდელი ადამიანების მადლიერების გრძნობა დიდი არ არის. მაშინაც კი თუ თქვენ ვინმესგან მიიღეთ რაიმე დახმარება, თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ამის შესახებ და უნდა იყოთ მათი მადლიერნი. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამინები აგრძელებენ ზიანის მიყენებას მათზე, ვინც მათ ეხმარება. ასეთი ადამიანები – არიან ყველაზე უარესი ცოდვილები. არ იყოთ კრიტაღნა (უმადური). სურია-ნამასკარში არის მანტრა, რომელიც ამბობს „კრიტაღ-ნაღნაიია ნამაჰ“ (მისალმებები მზეს, რომელიც სჯის უმადურებს). რა არის ამის მნიშვნელობა? ზიანის მიყენებით ვინმესთვის, ვინც თქვენ გეხმარებათ, თქვენ განწირავთ თავს მხედველობის დაკარგვაზე. ეს მზის ციალი აისახება ადამიანის თვალებში. ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, ხილულია მზის ციალის არეკვლის მეშევობით. მზეს მიაქვს თავისი ციალი იმ ადამიანების თვალებიდან, რომლებიც ჩაიდენენ უმადურების ცოდვას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მადლიერნი. ჩვენ უნდა უპასუხოთ დახმარებით დახმარებაზე მაქსიმალურად შესაძლო ხარისხით (06.03.2007) (35).

მანტრების ეფექტი. მანტრის უბრალო გამეორებას არ აქვს არავითარი ფასეულობა, მაგრამ თუ მანტრა წარმოითქმება მისი აზრის სრული ცოდნით, მაშინ ის აწარმოებს დიდ ეფექტს (19, გვ.30).

* თქვენ ხართ – შანტის (უმაღლესი სიმშვიდის) მფლობელი. წმინდა ეფექტი მანტრების, მისტიური ფორმულების, რომლებიც მოხსენიებულია ვედებში, შეუძლებელია დაინახო ან შეიგრძნო გრძნობათა ორგანოებით. ის შეიძლება განცადო მხოლოდ შინაგანი შემეცნების, ანთჰაჰკარანას დონეზე. უგუნურებაა შეეცადო სამყაროს გადაკეთებას; გადააკეთეთ საკუთარი თავი მშვიდობის, სიყვარულის და პატივისცემის ხორცშესხმაში. მაშინ თქვენ ყველაფერში დაინახავთ სიყვარულს, სიბრალულს და შეწყნარებას (4, გვ.296).

* იაჯნები (მსხვერპლის რიტუალები) ტარდება წმინდა მიზნებისთვის. კოსმიური ენერგია, წამოსული მანტრებიდან (ჰიმნებიდან), აიზიდება კვამლთან ერთად იაჯნაკუნტიდან (სამსხვერპლო საკურთხევლიდან) და ვრცელდება მთელს სამყაროზე, წმენდს, ამ სახით ატმოსფეროს. ზოგიერთმა აგნოსტიკმა შეიძლება აკრიტიკოს ეს როგორც შეშის, ერბოს და ცეცხლში ჩაყრილი სხვა ფასეული ნივთების ხარჯვა. ეს იმდენადვე უგნურია, როგორც უმეცარი ადამიანისგან იმის კრიტიკა, რომ ფერმერი ფუჭად ხარჯავს კარგი ხარისხის მარცვალს, მისი მინდორში გაბნევით. ის ვერ იგებს, რომ თესლების ერთი ზომა მისცემს რამდენიმე ტომარა მოსავალს. იაჯნა ტარდება არა ეგოური მიზნებისთვის, არამედ მთელი სამყაროს კეთილდღეობისთვის. ის ასახავს მსახურების იდეალს (09.08.2006) (34).

მანტრის ძალა