ეზოთერიკა/აფირმაციები

ეზოტერიკი, პარაფსიქოლოგი, სახალხო, მკურნალი…
ცისნამი ქარაული
შენი ბედია ის რაც გაგიბედია
აფირმაციები
ძვირფასო მეგობრებო!!! 25 წლის წინ ჩვენს ოჯახს სერიოზული წარმატება ხვდა წილად! ახლა ვფიქრობ, რა ენერგეტიკულ პიკს მივაღწიე მაშინ და გამახსენდა, რომ იმ პერიოდში დავწერე და ფენომენში გამოქვეყნდა 130 აფირმაცია, რომლის ენერგეტიკულმა ჰერცებმა მოიცვა მთელი ჩემი კვანტები და და სასწაულმაც არ დააოვნა. დღეს ვიწყებ ამ აფირმაციების დაწერას აქ, მხოლოდ თქვენთვის, ვისაც გინდათ მიაღწიოთ დიდ წარმატებებს და წინსვლებს ცხოვრებაში. ანუ გიმხელთ იმ საიდუმლოს, რომელმაც ჩვენ დიდი წარმატება მოგვიტანა, ამიტომ რატომ არ შეიძლება მოგიტანოთ იგივე წარმატება თქვეენც, ჩემო ძვირფასებო?!
მაშ ასე დავიწყოთ: ყოველ დღე გადმოქცემთ 5 აფიამაციას. აფირმაცია, ეს არის ჯანსაღი, სრულყოფილი მესიჯი(შპარგალკა)სამყაროში გასაგზავნი!
1. ისწავლეთ გადააქციოთ თქვენი შხამები „თაფლად“ მოგვიწოდებს ო შ ო.  მე ვუერთდები მის მოწოდებას და გადაცწყვიტე დავიწყო ცხოვრება ახალი იდეებით და გავაფართოვო პირადი ჰორიზონტები.
2. მე ვენდობი ჩემს პირად ,,მე,, ს, მე სიყვარულით ყურს ვუგდებ ჩემს შინაგან ხმას,,,,უარს ვამბობ იმ მოქმედებაზე და ნაბიჯებზე, რომლებიც არ მიგზავნის სიყვარულს,,,,

3. ჩემი სიცოცხე მოავლინა უმაღლესმა ძალამ, მე მუდმივად ვფლობ ამ ძალას, ამ ძალით ვაშენებ ჩემს მომავსლ ცხოვრებას,,,,,,

4. მე ვიცი როგორ გამოვთავისუფლდე ძველი ქცევებისგან,,, ძველი ფიქრები ამუხრუჭებდა ჩემს განვითარებას, ახლა სხვა დრო დადგა–დამეუფლა ახალ-ახალი შემოქმედებითი ფიქრები, აზრები, ოცნებები,,, ვისწავლე კარზე დაკაკუნება, მოთხოვნა, ყოველი თხოვნა მაშინვე მისრულდება,,,,

5. მე ვაკეთებ ყველაფერს რომ სიყვარულით გავჟღინთო ჩემი სული, რომ სიყვარულმა, რომლითაც სავსეა ჩემი გული, შემოაღწიოს მთელი ორგანიზმის,,ყოველ უჯრედში — განკურნოს ჩემი სული და ჩემი ემოციები,,,,

6. ჩემი ცხოვრება ბრწყინვალედ მიდის, ბედნიერებას საზღვარი აღარ უჩანს, მე შევიცანი ჩემი თავი ამ უზარმაზარ სამყაროში,,,

7. მე ვასხივებ სიყვარულს და ვჩქარობ გავიზიარო ეს ბედნიერება სხვებთან ერთად,,, მე მწყურია სიცილი, ცეკვა, მე ვისწავლე ლოცვა. ვლოცავ ყველას და აყველაფერს,,,

8. ყველა ჩემი ფიქრი შეიცვალა ახალი ფიქრებით,,, ფიქრებმა მასწავლა ,,ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი,,

9. ჩემი დანიშნულებაა ვიცოცხლო სრულყოფილი სიცოცხლით,,,,, მე სრულიად ვენდობი ცხოვრებას, მე მივყვები ცხოვრების დინებას, მე თავისუფლად ვმართავ მას,,,,,,,

10. ჩემს ცხოვრებაში არ არის კონკურენცია,,, არ არის შეჯიბრი, ჩვენ ყველა სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ, მე ვფიქრობ, რომ მათგან გამორჩეული ვარ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი თავი…..

11. მე ყოველდღე ვიბადები ხელახლა, რომ შევიცნო ჩემი თავი თავისუფლების სიყვარულით და ვისწავლო სყვარული სრულად, მე მხოლოდ იმას ვაძლევ ცხოვრებას რასაც მე ვითხოვ ცხოვრებისაგან,,,, მე ბედნიერი ვარ რომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე
მე მიყვარს და ვაფასებ სიცოცხლეს ,,,,,,

12. აშკარად ვგრძნობ, თუ როგორ მემატება ღვთიური გონი, ამის შედეგად ვღებულობ ცხოვრებაში სწორ გადაწყვეტილებებს,,,, ღვთიური გონი გამუდმებით მანიჭებს უფლებას, ავირჩიო ოცნებები, ნათელი ოცნებების მერე უშიშრად ვგრძნობ თავს ან უზარმაზარ სამყაროში ,,,

13. ყოველ ცხოვრებისეულ შესაძლებლობაში, მე ვხედავ შანსს ჩემს სასიკეთოდ,,,ახლა შევჩერდი და ღრმად შავისუნთქე,,,მინდა რაც შეიძლება ნათლად წარმოვიდგინო რაზე მიდის საუბარი ჩემს მიერ წარმოთქმულ აფირმაციებში,,,,14. ნებისმიერი ჩემი წამოწყება მთავრდება წარმატებით, რამეთუ მე მმართავს ჩემი შემოქმედებითი ძალა,,, ჩემი ცხოვრება არის ჩემი მუდმივი მასწავლებელი,,, ჩემი გზა არის ის ქვის საფეხურები, რომელსაც ავყევარ წარმატების მწვერვალისაკენ – მწვერვალის შუქი გამიყვანს უმაღლეს გაცნობიერებამდე და გამარჯვებამდე…

15. სამყაროს ოკეანის ტალღებს მე თავისუფლად მივაპობ,,,და ვასხივებ: სიყვარულის ,,ვარდისფერ, ცისფერ, და ყვითელ სხივს,, მე მიყვარს ჩემი თავი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების ყოველ მოსახვევში მელოდება მხოლოდ ბედნიერება და სიხარული ,,,

16. მე გამუდმებით ვხარობ სხვების წარმატებებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მზის ქვეშ ყველას ყოფნის ადგილი,,, და რამდენად ვაცნობიერებ, რომ არ მინდა ამდენი სიმდიდრე, იმდენად ვმდიდრდები და ვმდიდრდები,,,,

17. ყველაფერი კარგი რაც კი ამ ქვეყანაზე არსებობს, მოდის ჩემსკენ, ყველასგან და ყველაფრისგან,,,,

18. ჩემი სამყარო სრულყოფილია,,, მე არასდროს არაფერი არ მემუქრება და არც მომავალში დამემუქრება ,,,,,,

19. სიცოცხლის ოკეანეში უამრავ სიხარულს ვხედავ, ყველა ჩემი მოთხოვნილება და სურვილი წინასწარ კმაყოფილდება სანამ მე მოვითხოვდე, ამიტომ ძალიან მოწესრიგებული ხასიათი მაქვს და ყველა ადამიანში ვხედავ მხოლოდ ღმერთს,,, ღმერთის შვილი ჩემთვის ღმერთქმნილებაა ,,,

20. ჩემი უმაღლესი ძალების წყალობით და სიყვარულის დახმარებით მე ვქმნი საკუთარ რეალობას,,,,

21. ყველაფერი ჩემს გარშემო სიყვარულითაა სავსე, და მეც ღირსი ვარ სიყვარულის. მოსიყვარულე ხალხი სიყვარულიღ მავსებს და მე ვთვლი, რომ შემიძლია სიყვარული მოვფინო ჩემს ირგვლივ სამყაროს და ვაკეთებ ამას მთელი შეგნებით, უანგაროდ, უკანმოუხედავად, სრული შეგნებით,,,,,,

22, მე ძლიერი ვარ და ყოვლისშემძლე. მე მიყვარს და ვაფასებ ჩემს თავს, ჩემს ყოვლისშემძლე ძალას,,,, ჩემს თავს შთავაგონებ: ,,შენ მარტო სული ხარ,,— ეს უფლის დიდი თხოვნაა ჩვენს წინაშე, ღმერთი მავალებს, რომ საკუთარ თავს განსაკუთრებულად უნდა ვცე პატივი, სწორედ ჩემს ცხოვრებას ამ შეგნებით მივყვები. ჯილდოც არ აგვიანებს, ვინაიდან ჩემთვის არ არსებობს რაიმე ცხოვრებისეული დაბრკოლება,,,,,,უდუდესი მადლიერების გრძნობით ვარ აღსავსე, მადლობა ღმერთს,,,,,,,,,,

23. მე გახსნილი ვარ და მივილტვი ძალისკენ, ბედნიერებისკენ, სიმშვიდისკენ, გაგებისკენ, მიტევებისკენ,,,,,,,,,,,

24. მე ვირჩევ გაბრწყინებულ გზას, იმ ვარსკვლავს რომელსაც მივყავარ იმედის გზაზე, აღმაფრენის, და სიყვარულის გზაზე

.25. ახლა ყველაფერი ჩემთვის გახდა ნორმალური მოვლენა, სიყვარული ყოვლისშემძლე ძალაა ჩემთვის,,,სიყვარულის დახმარებით მე ადვილად განვაგებ მთელს ჩემს ცხოვრებას,,,,ღმერთს ვუყვარვარ და მიყვარს,,,,,,

26. მე ვენდობი ჩემს შინაგან ხმას, მე ძლიერი, ბრძენი, აზრიანი, გონიერი და ყოვლისშემძლე ვარ ,,,,

ლოცვა
მე ვლოცულობ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მთელი გრძნობებით,,, სიყვარულით მივმართავ წმინდა სამებას:
,,წმინდაო სამებაო, რა ბედნიერი ვარ მე, რომ შენ გიცნობ და აღგიქვავ ჩემს პატრონად, ჩემს მეუფედ,,,ჭეშმარიტია სიყვარული, რომელსაც ასე ღრმად განვიცდი შენს წინაშე, მე ცხოვრებაში ჯერ შენ მიყვარხარ ჩემო საწყისო და მერე ყველაფერი მიწიერი…ვგრძნობ, როგორ სწრაფად სრულდება ჩემი ყოველი სურვილი, ეს ნიშანია ჩვენი მშობლიური ურთიერთობის,,,და თუ რაიმე ისე არ არის, ეს იმას ნიშნავს რომ არ მყოფნის სიყვარულის ნაკადი, უფალო!!! აღგიქვამ, ჩემში ყოველ წუთს მოგროვდება სიყვარული, და გამართლდება ის, რასაც სახარებაში გვეუბნები იესო ქრისტევ: როდის იყო რომ დედას შვილმა პური სღხოვოს, დედამ კი ქვა მისცეს შვიილს???,,,,,ჭეშმარიტად, ეს სრული სიმართლეა,,,აი ამ იმედით მე ყოველ წუთს შენთან ვიქნები და არასდროს არ დაგშორდები,,,,,
იყავნ ნება შენი ა მ ი ნ ,,,,,
27. უზარმაზარი სიბრძნე ინახება ყოველ ჩვენთაგანში, იმ შეკითხვებს რომელიც გვებადება, პასუხებს ჩვენვე ვცემთ,,,,

28. მ ი ტ ე ვ ე ბ ა __ ეს არის პასუხი ყოველივე შეკითხვისა და თხოვნისა, ნებისმიერ თხოვნაზე ღმერთი მხოლოდ მაშინ გვიპასუხებს, როცა მიტევებას შევძლებთ,
მ ი ტ ე ვ ე ბ ა __ ეს განძია, მე ამ განძის მფლობელი ვარ, ყველას ვპატიებ და ვხდები სრულიად ,,,თავის უფალი,,,

29. სადღაც სულის სიღრმეში ჩემს შინაგან ,,მე,,_ ში არსებობს საწყისი უსასრულო სიყვარულისა,,, ახლა მე ნებას ვრთავ, გამოვიდეს სიყვარული თავისი სამალავიდან,,, ის შეავსებს ჩემს გულს, ჩემს სხეულს, ჩემს ტვინს, ჩემს ცნობიერებას სიყვარულის სხივით,,,
მე ვასხივებ სიყვარულის შუქს, მე ვასხივოსნებ მთელს ჩემს არსებობას, ხოლო ეს სხივი, ირგვლივ მყოფთ გაათასმაგებული ძალით ეფინებათ,,,,

30. მე ,,სიცოცხლეს,, ვაძლევ უფლებას შემოიჭრას ჩემს ცნობიერებაში___ გამაძლიეროს, გამზარდოს და სულიერად ამამაღლოს,,,,,

31. მე ვოცნებობ მსუბუქად და ჰარმონიულად. ჩემი მომავალი ცხოვრება ადვილი წარმოსადგენია ჩემთვის ,,,, მე ნათლად ვხედავ ჩემს თავს ხვალ, 10 წლის, 20 წლის, 50 წლის მერეც, მე მიყვარს ჩემი თავი, მე ვადიდებ ჩემს მოქმედებებს, ხელს ვერაფერი მიშლის, რომ ვეკუთვნოდე ჩემს თავს,,,

32. მე სიხარულითა და პატივისცემით ვიღებ ცხოვრებისეულ სიბრძნეს, მე მივაღწიე იმას, რომ ვიყო ბრძენი ამ უზარმაზარ სამყაროში,,, სიტყვა ,,ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა,, ჩემია, და მე ვარ თვით ბედნიერება,,,,ამას ყველა გრძნობს ვინც კი მიახლოვდება.

33. მე მხოლოდ იმას ვიძლევი, რასაც ვისურვებდი რომ მიმეღო ცხოვრებისაგან,,,,მე ვჩუქნი ჩემს სიყვარულს ირგვლივმყოფ სამყაროს,,,,მყისიერად უკან ბრუნდება გაათასმაგებული,,,

34. მე ვცხოვრობ ჩემი ოცნებების სამყაროში, ჩემი ოცნებების ფერებია: ცისფერი, ვარდისფერი და ყვითელი,,,,ჩემს ყველა ოცნებას გაცოცხლება ელის,,,

35. მე სიყვარულით ვზრუნავ ჩემს თავზე, მე ვცხოვრობ ჩემით,,,მე თავისუფლად მივაბიჯებ ჩემთვის ღმერთისგან მომზადებულ ია ვარდებით მოფენილ გზაზე,,,,

36. მე ვუკვირდები და ვტკბები თუ როგორი ღვთიური სამყაროა გაბატონებული ჩემში და ჩემს ირგვლივ მყოფ სამყაროში,,, ეს ძალა მეხმარება მეხმარება, რომ ადამიანის მიმართ ვიყო განწყობილი მოთმინებით, თანაგრძნობით და სიყვარულით,,,, მე აღარცკი მახსოვს, თუ რედესმე ვიყავი განაწყენებული,,,

37. მე ცხოვრების დინების ნაწილი ვარ, მე ყოფიერების საერთო რითმში ვცხოვრობ,,, ცხოვრება მხარს მიჭერს და მოაქვს მხოლოდ დადებითი, კეთილი განცდები, მე მწამს რომ ცხოვრება მომიტანს მხოლოდ ბედნიერებას,,,,

38. მე ვხარობ ჩემი ძალით, ახლა, ამ ცხოვრებაში მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოვხატო ჩემი მაღალი ნება: ვუყვარდე, და მიყვარდეს,,,,

39. ჩემი უნიკალური შემოქმედებითი პიროვნება პოულობს საუკეთესო შესაძლებლობებს, რომ უკეთ წარმოვაჩინო ჩემი თავი, ჩემი შემოქმედებითი შესაძლებლობები ჩემთან ერთად ცხოვრობს,,,, ჩვენ ვმეგობრობთ და ერთმანეთს ვავსებთ,,,,

40. მე ჰარმონიაში ვარ მთელს სამყაროსთან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება შემობრუნდა სახით ჩემსკენ,,, ბოლოსდაბოლოს შევიგრძენი, რომ ძალიან ლამაზი ვარ,,,მე მინდა უფრო მეტად მიყვარდეს და დავტკბე საკუთარი თავით…

About Meridians
41. მე მიყვარს და ვუყვარვარ,,,,მე მიღირს, რომ მიყვარდეს და ვუყვარდე ,,,

42.მე ვერაფერი ვერ მიშლის ხელს, რომ მქონდეს ბრწყინვალე აზრები,,,მე დავტოვე ძველი ქსელი და ბედნიერებისკენ გავარღვიე,,, მე ისეთი თავისუფალი ვარ, როგორი თავისუფალიც დავიბადე….

43. დღეს ახალი დღე გათენდა, ასეთი დღე ჯერ არ გათენებულა ჩემს ცხოვრებაში,,,მე ვტკბები ცხოვრებით,ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათს ვიწერ ჩემს ცნობიერებაში, ვაკვირდები და ვაკონტროლებ ჩემს აზრებს და ფიქრებს,,,,

44. დღეს მე ვპირდები ჩემს თავს, რომ გავატარებ ამ დღეს სიხარულით, დავითვლი მადლიერებას, დღევანდელი დღიდან მე სხვა ადამიანად გადავიქცევი,,,,

45. მე თავისუფალი ვარ, როგორც ნიავი, მე ვცხოვრობ სამყაროში, რომელმაც შემქმნა თავის ხატებად და მსგავსებად,,,ეს უდიდესი კომფორტია, იყო ისეთი მშვიდი, სრულყოფილი , ვითარცა ღმერთი,,,,,

46. მე აღფრთოვანებული ვარ ჩემი სხეულით, მე კონცენტრაციას ვახდენ ჩემთვის სასარგებლო ფიქრებზე, რომლებიც გამომაჯამრთელებს. გააკაჟებს ჩემს სხეულს და ჩემს ორგანოებს ნებას დართავს, რომ მშვიდად იგრძნონ თავი, საათივით იმუშავონ,,,,

47. დადგა დიადი გააზრების ჟამი, ჟამი განკურნებისა და ჰარმონიისა,,,ჩვენ უნდა დავივიწყოთ წარსული,,, ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ _ ცხოვრების უდიდესი გამოვლინება —- ა დ ა მ ი ანი ,,,,,,

48. მე ვიცი რომ შეუფასებელი ვარ, მე ჩემს დროს ვმართავ, მე იქამდე ვიცხოვრებ დედამიწაზე, სადამდესაც მინდა,,,,სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩემს ხელშია, და რაც ყველაზე მთავარია: ცხოვრებისგანაც მხარდაჭერას ვგრძნობ,,,

49. მე ცხოვრების სიმფონიის ნაწილი ვარ,,,,მე სრულ ჰარმონიას განვიცდი, ჩემმა ფიქრებმა მოიპოვეს სიმშვიდე:
დოოო , რეეე , მიიი, ფააა, სოლ, ლაა, სიი, ,,,, მე ვიმყოფები სიცოცხლის გამაში,,,,,,,,

50. მე ვუყურებ ჩემს თავს სარკეში, ვაკვირდები ჩემს ღვთაებრივ ,,მე,,ს და ვეუბნები ,,ჩემო კარგო, მე ძალიან მიყვარხარ შენ, ნურაფრის ნუ გეშინია, მე შენს გვერდში ვარ, მე ვიზრუნებ შენზე, მე მოგამარაგებ იმ სიყვარულით, რომელსაც ითხოვ, მე მიყვარხარ შენ, მიყვარხარ მთელი ჩემი ცნობიერებით,,, რაც უფრო ხშირად ვიმეორებ ამ საოცარ სიტყვებს, მით უფრო მეტად ვგრძნობ ჩემს შინაგან ენერგიას,,, ენერგია ისე სწრაფად ინთება, იცვლება და ჩემს წინაშე იშლება ჩემი საკუთარი სილამაზე, ჩემი ბრწყინვალება,,,,,

51. მე წყნარად მძინავს ღამე, იმიტომ, რომ მთლიანად ვენდობი ჩემს მფარველ ანგელოზს, მფარველი ანგელოზი სიყვარულითაა ჩემს მიმართ განსმჭვალული და დიდის რუდუნებით ზრუნავს ჩემს უმაღლეს ბედნიერებაზე და ყოველი სურვილის შესრულებაზე,,,, ჩემი მფარველი ანგელოზი ჩემი მეგობარია, მხოლოდ მას ესმის ჩემი გულისთქმა,,,, ჩვენ განზავებულები ვართ ერთმანეთში,,,,,

52, ჩემი ,,ჭკუა,, ქმნის ჩემს ცხოვრებას, მე ვერავინ მიშლის ხელს, რომ მხოლოდ სიკეთე ვაკეთო ადამიანთა წინაშე,,,,

53. წარსული ვერ იბატონებს ჩემზე, რადგანაც მე მაქვს სურვილი გავცნობიერდე ახალში და შევცვალო ჩემი თავი, მე ვთვლი რომ მხოლოდ ჩემი წარსულის წყალობით განისაზღვრა ჩემი ახალი საოცნებო ადგილი მოცემულ მომენტში, მე გადავწყვიტე დავიწყო ჩემი მოვალეობა სწორად აქედან ,,,,

54. მე ვფიქრობ ძალიან ბევრს, თუ რა მისია მაკისრია ამ ცხოვრებაში, ყოველი ჩემი ფიქრი გავს აგურს, რომელიც აშენებს ჩემს მომავალს,,,

55. ნებისმიერ გაუგებრობას მე ვუყურებ სხვადასხვანაირი თვალსაზრისით, თვალსაზრისი უამრავია, ამიტომ უამრავი თვალსაზრისია პრობლემების გადაჭრისა, მე არ მეშინია მომავლის, მისი მართვა ჩემს ხელშია,,, ჩემი მაღალი გონების წყალობით უმაღლეს დონეზე ვმართავ ჩემს ბედს,,,,,

56. ცხოვრების მუდმივობაში მე ვპოულობ თავისუფლებას, მუდმივობის დინებაში, რომელშიც მე ვარსებობ, ყველაფერი სრულყოფილია და მთლიანი,,,, მიუხედავად ამისა სიცოცხლე არ ჩერდება ერთ ადგილზე, ის ყოველთვის ცვალებადია,,,, სურპრიზებითაა სავსე,,,

57. არ არის დასაწყისი და არც დასასრული , არის მხოლოდ ცვალებადობა,,,, სიცოცხლე არ ჩერდება არცერთი წუთი,,,, ამითომ სიცოცხლის ყოველი გაელვება სიახლეა, როცა ერთი კარი იკეტება, იქ მეორე იღება,,,,

58. ნებისმიერ მომენტში რაც მინდა რომ ვიცოდე, ვიცი,,

59. მე გავხსენი ჩემი გულის კარი და მზად ვარ მთლიანად ავიღო ის სიყვარული, რომელსაც სამყარო მთავაზობს,,,,უუუუსაზღვროდ ადამიანი, ღვთის უმაღლესი ქმნილება,,,,

60. მე ვამსხვრევ ძველ ძველ კედლებს და ახალს ვაშენებ. ახლის შენებაში აღმოვაჩინე ჩემი შემოქმედებითი თავისუფლება,,,,

61. მე ვგრძნობ, როგორ მიცავს ღვთის ძალა, ეს მეხმარება ჩემი ცხოვრების სრულყოფილებაში,,,ყველაფერი კარგად მიდის, ბედნიერებას საზღვარი არ უჩანს,,,,

62, ყოველ ცხოვრებისეულ განსაცდელში მე უფრო ვიბრძნები,,, მე ვცხოვრობ სამყაროში— ღმერთის სამყაროში — ღმერთის მფარველობის ქვეშ, მე ვეხმარები ჩემს ხალხს ცხოვრების სწავლებაში,,,,

63. ჩემს წინ ათასნაირი შესაძლებლობები იშლება, მე ვიმსახურებ ლაღ ცხოვრებას და ვისწავლე ღიმილი, ცეკვა, სიმღერა,,, მე ვიმსახურებ სიხარულს და ბედნიერებას,,, მე ვიმსახურებ თავისუფლებას, რომ თავისუფლად ავირჩიო ჩემი ბედნიერებისათვის ნებისმიერი გზა,,, მოვიპოვე ჯანმრთელი სული, ჯანმრთელ სულში ხომ ჯანმრთელი სხეულია,,,,

64. თავისუფალია ჩემი ფიქრები, ლაღია ჩემი ოცნება,,, მე ახლა შევიგრძნობ ახალ სივრცეს, მე ახლა უკვე სხვანაირად შევიცნობ სამყაროს მამას და სამყაროს დედას,
მე მინდა ახლებურად ვიზრუნო ჩემს თავზე და ხვალინდელ დღეზე,,,,

65. მე ვადიდებ სამყაროს ჰარმონიას ჩემში და ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებში,,,,ჩემში შემოიჭრა ფოლადისებური ენერგია, შემავსო და გამასხივოსნა,,,,

66. მე მინდა, რომ გავხდე ბრძენი. სიბრძნე გამარკვევს ყველაფერში, რაც აუცილებელია ,,სწორი ცხოვრების,, წესისთვის, მე მინდა სრულიად შევიცვალო და გავიზარდო, მე ვკვებავ ჩემს სულს იმით, რაც აუცილებელია, რომ გავხდე უფრო მიმზიდველი,,,

67. მე ვეუბნები ჩემს თავს: იყავი ის, ვინც უნდა იყო,,, ამის მერე ვიმსახურებ ცხოვრებაში საუკეთესოს,,,მე მიყვარს და ვაფასებ ჩემს თავს და ჩემს ირგვლივმყოფ ადამიანებს,,,,

68. მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია ყოველთვის და ყველგან ხალხის ბედნიერებისთვის,,,როცა ჩვენ, ადამიანებს უსაზღვროდ გვიყვარს ერთმანეთი, სულ საუკეთესო საქმეებით ვართ დაკავებულნი,,, ეს ბედნიერების აღმოჩენაა, ამის დანახვაზე ღმერთი ხარობს და ზეიმობს,,,

69. ვუყურებ ჩემს თავს თვალებში და ვეუბნები: ,,მე შენ გპატიებ,,, და მე შენ მიყვარხარ,, ამის მერე უფრო ადვილად ვპატიებ სხვასაც,,,,

70. მე ცხოვრებაში ვიმსახურებ ბედნიერებას, უამრავ ბედნიერებას, ულევ სიხარულს, სიმდიდრეს, ,,,და იცით რატომ??? იმიტომ რომ გავიაზრე, ნებისმიერი ადამიანი ჩემთვის არ ყოფილა არც მტერი და არც მოყვარე,,,, ის მხოლოდ მასწავლებელია, რომელიც ცხოვრებას მასწავლის,,,

71. მშვიდად მივყვები ცხოვრების დინებას,,,,მე ვდუნდები და ვაძლევ ცხოვრებას უფლებას, რომ დააკმაყოფილოს ყველა ჩემი მოთხოვნა, ც ხ ო ვ რ ე ბ ა, ეს სასწაულია და იგი მე მეკუთვნის,,,,
მ ა დ ლ ო ბ ა ათასი მადლობა ამისთვის
ღმერთო,,,

72. მე შინაგანათ გახსნილი ვარ, მზად ვარ, მივიღო სამყაროს სიბრძნე, მე ვიცი რომ არსებობს ,,სამყაროს მაღალი გონი,, სწორედ მისგანაა ყოველის პასუხი, ყოველი გადაწყვეტილება, განკურნება, ყოველივე არსებულის არსებობა დედამიწაზე,,,,,

73. მე ვენდობი მაღალ ძალას და გონს დარწმუნებული: თუ რაიმე დამჭირდება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას,,,,მაშინვე მომაწვდის, გამიხსნის, მიკარნახებს,,,,,
ჩემს შინაგან სამყაროში მხოლოდ უფალი მეფობს,,,

74. მე მთლიანად მზად ვარ სიცოცხლისთვის, ბედნიერებისთვის,,,,მე ავირჩიე ლამაზი გზა; გ ო ნ ი ე რ ე ბ ა ,,,,, ჩემი გონი ჩემს აზრებს ბატონობს,,,,,ადამიანი მაშინ იმარჯვებს, როდესაც ,,აზრებს,, ,, გონი,, კარნახობს,,,,,,,,,,,,

75. მე გადავლახე შიში და დავამსხვრიე ბარიერი ჩემსა და სხვა ადამიანებს შორის,,,,,მე შევქმენი ჩემი პირადი ცხოვრება; ლამაზი, ლაღი, ბავშური ,,, ჩემს ხვალინდელ დღეზე ღმერთი ზრუნავს,,,,ეს ბუნებრივია, ის მამაა მე კი შვილი ,,, მადლობა მამიკო ამისთვის,,,მიყ ვარ,,,,,ხარ!

76. ,,სულიერი საზრდო,, რომელსაც ითხოვს ჩემი სხეული და ჩემი ტვინი, ეს მუდმივი სიყვარულის ნაკადია. უსაზღვროდ მიყვარს ჩემი თავი, შესაბამისად სხვებიც, აი აქა ვარ მოგებული,,,,,მე ვამაყობ ჩემი ჭკუით.

77. მე სამყაროს წინაშე მხურვალე სიყვარულს ვამჟღავნებ, პატივს ვცემ ჩემს არჩევანს: ეს კაცთმოყვარეობაა,,,,მეც კაცთა სიყვარული მაკრავს ირგვლივ.

78. ჩემს ფიქრებსა და სხეულს შორის ჩამოვაყალიბე ჰარმონია,,,მე ვაწონასწორებ ჩემს ფიქრებს, გაწონასწორებული ფიქრები საშუალებას მაძლევს, რომ თავი ვიგრძნო ჯანმრთელად და სრულყოფილად,,,,,

79. ჩემი ცხოვრების ყოველი გაელვება სასწაულია, სიახლეა, ქორფაა, შევსებულია სიცოცხლით,,,,მე ვიყენებ ,,აზრთა კონას,, რომ შევქმნა ის, რაც მე მინდა, უამრავი ენერგიის დანაზოგი მაქვს, ამ ენეერგიით ვისრულებ სურვილებს….

80. ჩემს ირგვლივ მთლიანი ჰარმონიაა, მე სიამოვნებით ვუსინჯავ გემოს ცხოვრების ნექტარს და ვტკბები ამ სიტკბოთი,,,,,მე აღსავსე ვარ სიყვარულით,,,,

81. მე მთლიანად განზავებული ვარ უფალში, ამიტომ ჩემს ირგვლივ მთლიანი ჰარმონიაა, ამას ყოველი ამოსუნთქვის და ჩასუნთქვისას განვიცდი, მე უზარმაზარი ძალის პატრონი ვარ,,,,
ჩემი ფიქრების ,,მეფე,, თავად ვარ, იმას, რასაც სხვები ლაპარაკობენ არ ვანიჭებ არავითარ მნიშვნელობას,,,,ეს ჩემზეა დამოკიდებული მივიღებ მათ ,,გამოწვევას,, თუ არა!!! ჩემი ძალა ჩემს ფიქრებშია,,,,,,

82. მე ვხსნი ჩემი გრძნობის ყველა ორგანოს, რომ შემოიჭრას სამყაროსაგან ბოძებული ,,ბედნიერება,, ყოველი მორიგი ცხოვრებისეული ფაქტის გაელვება საშუალებას მაძლევს, რომ გავხდე უფრო სრულყოფილი: ქრისტეს მცნებაში და სიყვარულში,,,,,ეს მეხმარება მივუახლოვდე იდეალს ,, მაღალ ღმერთს,,

83. მე ქედს ვიხრი ჩემი სხეულის წინაშე, მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ჩემი სხეულის ყველა ორგანო ასე ჯანმრთელია. იგი ერთგულად მემსახურება,,,,მადლობას ვუხდი ჩემს თავს და უზენაეს სამყაროს, რომ ასეთი სრულყოფილი გამაჩინა,,,,,მადლიერი ვარ ღმერთო, მადლიერი,,,,,,

ს,,,,,

. 84. მე მსუბუქად და თავისუფლად მივაპობ ცხოვრების ოკეანის ტალღებს,,,,,ეს ჩემი ჯანსაღი ენერგიის წყალობააა,,,,მადლობელი ვარ ჩემო ძალავ და ენერგიავ ასეთი ერთგულებისთვის,,,,,

85. მე სავსე ვარ სიცოცხლით, ენერგიით, ბედნიერებით, ენთუზიაზმით, ხვალინდელი დღის იმედით, მადლიერებით, თანაგრძნობით,,,,,,,რაც კი ღმერთს ადამიანისათვის კარგი რამ უჩუქებია, ეს ყველაფერი მე გამაჩნია,,,,

86. ყოველდღიურად ჩემი სხეული მზადაა, რომ მემსახუროს, მე მადლობას ვუხდი ჩემს ფეხებს, ჩემს ხელებს, ჩემს ნერვიულ სისტემას, ჩემს ორგანოებს, რომლებიც ასე საათივით მუშაობს, ჩემს ჯირკვალთა სეკრეციას, ჩემს შვიდ ჩაკრას, ჩემს ხერხემალს,,, მთავარ საყრდენ ხერხემალს, ჩემს ყურებს, ჩემს თვალებს, ჩემს პირს, ჩემს ტვინს და ჩემს სხეულის ენერგიას, რომელიც ყოველ წამს იკრებს ჩემთვის ძალებს,,,, მე მიყვარს ჩემი სულის ცხრაკლიტული, რომელშიც ჩემი ნებართვის გარეშე ვერავინ ვერ შემოაღწევს,,,,

87. მე ვქმნი ჩემი აზრების სამყაროს ,,, ჩემი სხეული კი ამ სამყაროს მეშვეობით ჯანსაღია,,,,მადლობა, ასიათასი მადლობა ღმერთო,,,,,

88. მე გამაჩნია საკმარისი ძალა და ცოდნა, რომ გავერკვიო მთელს ჩემს ცხოვრებაში,,,,,ჩემს ბედნიერებას მხოლოდ მე ვხელმძღვანელობ,,,,, ბედნიერების ტაძრის გასაღები მე მეკუთვნის ,,,,

89. მე არ გამაჩნია მოთხოვნილება, ღომელიც შეებრძოლება ჩემში მიმდინარე გარდაქმნებს, ყოველგვარი ბედნიერება თავისთავად მოედინება, როგორც კი მე ამის ბრძანებას გავცემ, მე სათუთად უკან გავაბრუნებ ყველა არასასურველ მოვლენას ,,,,

. 90. მე ,,თვითშეგნება,, ვარ, ამიტომ ძალიან ვუყვარვარ ირგვლივმყოფთ, მე გარემოცული ვარ სიყვარულით, და სიყვარულის იისფერი ველი მიცავს მე ,,,,

91, ნებისმიერი წყაროებიდან მე ვაგროვებ ჩემი ცხოვრების გასაუმჯობესებელ იმფორმაციას,,,,, ჩემთვის არ არსებობს ცოდნის საზღვარი,,,, ახალ ცხოვრებას ახალი, გამბედავი ოცნებები მოაქვს, ახალ საუკუნეს ახალი ადამიანი სჭირდება ,,,,

92. მე სავსე ვარ ენთუზიაზმით და ენერგიით,,,,არასოდეს არ არის გვიანი, რომ წამოვიწყო ახალი საქმე, გამოვიმუშავე ახალი მანერები, რომელიც მეხმარება ცხოვრებაში….

93. მე მივაბიჯებ ცხოვრების გზაზე მსუბუქად და ბედნიერად, ,,,, თვალნათლივ ვხედავ ჩემს თავს თეთრი შუქით გასხივოსნებულს,,,,აი ახლაც ვხუჭავ თვალებს, ღრმად გავიაზრებ ჩემს მიერ წაკითხული აფირმაციების დედააზრს, და რას ვხედავ??? სასწაულს, ენით აუღწერავ სასწაულს,,,,,,,,,

94. მე ვფიქრობ და წარმოვთქვავ ერთ მრავლისმთქმელ სიტყვას ,,სიყვარული,,
მე ვიმყოფები ცხოვრებასთან თანხმობაში, მე ვსაუბრობ ხმადაბლა, ნაზად, გარკვევით, აუღელვებლად ,,,აი ამ წუთშიც ჩემს თავს ვეფერები და მადლობას ვუხდი, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც განვიცდი,,,

95. მე ვაცნობიერებ ყოველ წინადადებას და ვგრძნობ, რომ ცხოვრება დადებითად მპასუხობს ყოველ თხოვნაზე, ცხოვრებას ჩემთვის მხოლოდ ბედნიერება მოაქვს,,,,

96. მე მიყვარს შემი თავი, მე ვამაყობ ჩემით, თუ როგორი საზრიანი ვარ ,,, მე მოვუწყე ჩემს თავს კომფორტული საცხოვრებელი,,,მე ჩემს სახლში შვებას ვგრძნობ და იგი სრულიად მაკმაყოფილებს, მე შევავსე ჩემი სახლი სიყვარულით, ,,,, ამიტომაა ვინც ჩემთან დაიარება, გრძნობენ ამ სიყვარულს და იკვებებიან სიყვარულით,,,,,

97. მე მიყვარს ჩემი თავი, ჩემი ფიქრები, ჩემი ქცევები, რადგან გადავსებულია სიყვარულით,,,,ხალხის, კაცობრიობის წინაშე,,,იმას, რასაც მე სხვებს ვაძლევ, უკან მიბრუნდება ათასად….

98. ჩემს ფიქრებში გაბატონებული ატმოსფერო, საშუალებას მაძლევს მომანიჭოს წუთიერი საოცრება, ჩემს ირგვლივ ყოველთვის ჰარმონიული ატმოსფეროა, მას მოაქვს ჩემთვის და ჩემს ირგვლივ მყოფთათვის ბედნიერება და სიმშვიდე,,,,,

99. მე სრულყოფილი ადამიანი ვარ, მე მივდივარ ცხოვრების გზაზე და სიყვარულით მხარს ვუჭერ ჩემს თავს….

100. მე გაცნობიერებული მაქვს ის ფაქტი, რომ ყოველთვის მოიძებნება დრო და ადგილი, რათა ვიფიქრო, ვიფიქრო ბევრი, თუ ვინ ვარ და რა შემიძლია შევასრულო და სიკეთე დავთესო ამ ქვეყანაზე ,,,

101. მე ყოველ ადამიანში ვხედავ მხოლოდ კარგს და ვეხმარები ადამიანებს გამოავლინონ მხოლოდ სასიამოვნო ქცევები,,,,

102. მე სიხარულით ვემშვიდობები ჩემს მიერ განვლილ დღეებს და მოვუწოდებ ჩემს თავს ხვალინდელი დღის ბედნიერებისკენ, რომ ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს ჩემს ბედნიერებაზე ,,, ჩემზე ღმერთი ფიქრობს და ეს სრულიად საკმარისია, რომ ვიყო უბედნიერესი ,,,,,

103. ცხოვრების ყოველი გაელვება, ეს მხოლოდ შესაძლებლობაა ჩემთვის, რომ დავიწყო ახალი ცხოვრება, ,,ა ხ ა ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ა,, დღეს, ახლა და აქ ,,, აი სამყაროს კანონი, ,,დღეს, ახლა და აქ,,

104. მე მშვიდად ვარ სწორედ იქ, სადაც ვიმყოფები. მე ვიღებ ჩემთვის ნაბოძებ ყველა ბედნიერებას, და ვიცი რომ ყველა ჩემი სურვილი და მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული, მაშინათვე, როგორც კი მე ამის სურვილს გავცემ , მე ჩავდექო სამყაროს უმაღლეს ,,ცნებაში,, და გამოვიწვიე სამყაროში ,,ოოო,, აღფრთოვანება,,,,,,,ო ცნება შევძელი.

105. მე ადვილად ვეგუები ცვლილებებს, რადგან ვთვლი, რომ რაც ხდება, ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა, მისი ნების გარეშე მე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ, მე ცხოვრებას მივყვები ღმერთის სიყვარულით,,,,,,,,,, აი, რატომ ვდგავარ ცხოვრებაში ასე მყარად, ახლაც შევჩერდი, მინდა გავიაზრო ჩემს მიერ წაკითხული ,,აფირმაციების,, დედააზრი, კი, კი, სწორეა, ყველაფერი კარგადაა, მადლობა სამყაროვ ამისთვის.

106. ყოველი ჩემი ფიქრი აშენებს ჩემს მომავალს. ყოველი ჩასუნთქვისას მე ვთავისუფლდები ყველა ცრუ იდეებისგან, ყოველი ახალი ამოსუნთქვა, უკვე ცხოვრების და საკუთარი თავის სიყვარულის შეგრძნებაა,,,,,,,,,,

107. ყოველი ჩვენთაგანი შინაგანად კავშირშია სამყაროსთან, ამ კავშირს ქვია ,,სამება,, საწყისი, შუა და სასრული ,,,, თუ ამ ჭეშმარიტებას მთელი შეგნებით გავაცნობიერებ, მივაღწევ მთელი სხეულის ჰარმონიას, ჯანმრთელ ფიქრებს და ემოციებს, ამაში კი ეს მტკიცება მეხმარება: მე სინათლის შვილი ვარ…
მე მიყვარს სინათლე,
მე ვემსახურები სინათლეს,
მე ვცოცხლობ სინათლეში,
მე მიცავს სინათლე, მანათლებს, მეხმარება და კვებავს ჩემს სულს, მე ვლოცავ ჩემს დაბადებას, ჩემს არსს, და მე ვლოცავ ,,სინათლეს,, თაყვანს ვცემ, ვაძლიერებ და ვასხივოსნებ მის სიდიადეს,,,,,,,,,,
დიდება სინათლეს,,,,
დიდება სიცოცხლეს,,,,
შედეგი??? ჩემს სულში უფალი მეფობს,,,,,,,,,

108. მე ვფიქრობ, რა, სიყვარულზე და სიხარულზე, ვიქმნი ჩემთვის მოსიყვარულე და მხიარულ სამყაროს,,,,მე მშვიდად ვარ,,,მე თავის,,,,უფალი ვარ, კაი ხანია ჩემს თავში უფლის აკვანი დავარწიე,,,,,,,,, თავის უფალი!!!

109. მე ვეყრდნობი ჩემს საკუთარ ძალას, გამუდმებით ვაფიქსირებ ჩემს ნებას: ,,დაე, იყოს სამყარო ჩემთვის ბედნიერი, კეთილი, მოსიყვარულე, მშვიდობისმოყვარე,,,
დაე, იყოს ხალხო, სამყარო თქვენთვის ბედნიერი, კეთილი, მოსიყვარულე, მშვიდობისმოყვარე,,,,,,,,,
დაე, ჩემში შემოვიდეს სამყაროს ძალა, გონი და სიბრძნე რომელსაც ფლობს თვით ,,იესო ქრისტე,,
დაე თქვენში შემოვიდეს ჩემო საყვარელო ხალხო, სამყაროს ძალა, გონი და სიბრძნე, რომელსაც ფლობს თვით ,,იესო ქრისტე,,

110. მე ვამაყობ ჩემი ძლიერი სულით. ჩემი სული დღითიდღე იზრდება…..სილამაზე მამშვენებს მე, მე ვიხიბლები იმით, რასაც ჩემი თვალები ხედავენ , ჩემი ღვთაებრივი, ერთგული თვალები,,,,,,მადლობა ძვირფასო ამისთვის,,,,,,,,,

111. მე დღეს გავბედავ და ვიტყვი ფრანცის აზისიელის მიმართვას ღმერთთან : ,, ოოო ღმერთო მაღალო !!! შენი სიმშვიდის მაგალითად გადამაქციე,,,
რომ სიყვარული ვთესო, იქ, სადაც სძულთ ერთმანეთი,,,
რათა მივუტევო, სადაც შეურაცმყოფენ,,,
რათა შევარიგო იქ, სადაც ჩხუბია,,,
რათა სიმართლე ვადიდო იქ, სადაც ტყუილი მეფობს,,,
რათა რწმენა მოვიტანო იქ, სადაც რწმწნას სრესს ეჭვი,,,
რათა სანთელი ავანთო იქ, სადაც ბატონობს ბნელი,
რათა სიხარული ვთესო იქ, სადაც ბატონობს სევდა…
ოოო !!! ღმ ერთო მაღალო !!!
ნუ მიმისწრაფებ მისკენ:
არა ვღებულობდე ნუგეშს, არამედ, თვით ვანუგეშებდე,,,
არა გაგებულ ვიყო, არამედ, მესმოდეს სხვისი,,,,
ვინც გასცემს, ხომ მხოლოდ ის ღებულობს,,,
ვინც მიწიერს ივიწყებს, ის სულს პოულობს,,,
ვინც მიუტევებს, მას თავად მიეტევება,,,,
ვინც საკუთარი სულისთვის იღვწვის, ის სიცოცხლისთვის იბადება,,,
და თუ ჩვენ შენში შემოვალთ ღმერთო, ჩვენ შევალთ მარადიულ სასუფეველში ,.,,,
ა მ ი ნ !!!
112. მე ვიმყოფებით დროის მუდმივობის უსასრულო მოგზაურობაში,,,
ახლა ჩემი სულის ქარავანი გაჩერებულია პლანეტა დედამიწაზე. დედამიწა ითვლება ,,აუდიტორიად,, სადაც უამრავი ცოდნაა დაგროვილი, რომ ჩემი სული გავჟღინთო განათლებით,,,,აქ, ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვიბადებით უმცირესნი, რომ მივაღწიოთ უდიდესს ,,ღმერთკაცს,,
,,მე მამისგან გამოვალ , და მამისა თანასწორ ვარ,, !! განაცხადა იესომ ,,,,

113. ჩემი ინტუიცია უმაღლეს დონეზეა განვითარებული, მისი წყალობით უშეცდომოდ ვცხოვრობ…ინტუიცია, განსაზღვრულ დროს, განსაზღვრულ სიტუაციაში მკარნახობს ზუსტ რჩევებს ,,,,,,
114. მე მაღალსულოვნებით ვარ განწყობილი ჩემი თავის მიმართ, ამიტომ ყოველი ჩემი გადაწყვეტილება კარგად და ბედნიერად მთავრდება,,,,,,

115. მე ვენდობი ჩემს შინაგან ხმას,,, მე ძლიერი ვარ, ბრძენი და ოვლისშემძლე. მე ბოლომდე ვასრულებ ადამიანის დანიშნულებას. მადლობა ღმერთო, ათასი მადლობა,,,,,,,,,,,

116. მე მადლობელი ვარ ცხოვრების, რომ ასეთი სამართლიანია ჩემს წინაშე. მე უამრავი ბედნიერი დღე გამითენა ღმერთმა, მადლიერებას ვუძღვნი მას,,, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაღალი ღმერთი, კოსმოსი, სამყარო, აბსოლუტი არ ცდება, იგი სამართლიანია, ამიტომ ჰქვია ღ + მ ერთი ,,,, ღრმად მწამს ერთი ,,ღმერთი,, !!!

117. მე მადლობელი ვარ, რომ დადგა ჩემი რიგი და გავჩნდი დედამიწაზე, სადაც საშუალება მაქვს ფიზიკური შეხებისა და შეგრთნებისა ,,,, ეს ხომ სასწაულია, შესანიშნავია ,,,, სხვა განზომილებაში ხომ სულიერი ვიბრაციაა, ადამიანი ,,ასტრალურ,, სხეულში ,,,,,
118. მე ბოლომდე გავიაზრე ეს ხანმოკლე შვებულება დედამიწაზე,,,,სულ რაღაც 100 წელი, და გადავწყვიტე შევიგნო, რომ ნებისმიერი ადამიანი, ჩემთვის არც მტერია და არც მოყვარე, მხოლოდ მასწავლებელია, რომელიც ცხოვრებას მასწავლის და მზრდის ,,,,,

119. ,,სიყვარული,, გადაგვარჩენს, და ამიტომ მე უარს ვამბობ იმ ფიქრებზე, რომელთაც არ მოაქვთ სიყვარული, სიხარული, ურთიერთგაგება, იმედები, ჰარმონია, მეგობრობა, მეზობლობა, მადლიერება, მიტევება.
ჩემი სიცოცხლე სიყვარულის ნაყოფია ,,,,,,,,

120. მე სიყვარულის დახმარებით ვეხმარები ადამიანებს, რომ ვაპოვნინო თავიანთი თავი ამ დიდ სამყაროში, სადაც სულაც არ არის ძნელი ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი,,,

121, მე შევძელი გულწრფელი ლოცვა, ვლოცავ სამყაროს: დაე !!! დედამიწაზე იმეფოს სიყვარულმა, სიმშვიდემ, დაე !!! აღივსოს ყოველი ადამიანის გული სიხარულის და ბედნიერების შეგრძნებით,
დაე !!! იყოს ნება შენი დიადო ღმერთო, რამეთუ აღსრულდეს ნება ჩვენი ამინ !!!

122. მე ვამბობ ამაყად: ,, ჩვენი თავის მბრძანებელო, ჩვენი ჭკუის, ჩვენი გონის, ჩვენი სხეულის, ჩვენი ბედის, ჩვენი ოჯახის, ჩ ვ ე ნ ი მთლიანი სამყაროს უფალო! გვიყვარხარ შენ და მთლიანად პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე ,,, გადმოგვაფრქვიე შენი ყოვლისშემძლე ენერგია, თავისი ბრწყინვალებით,_____ დაბადე სრულყოფილება ყველაფერში, ყოველ ჩემს ფიქრში და ყოველ ჩემს გრძნობებში,,,,

123. მე აქ ვარ, და მე მზად ვარ,,,,, დამაყენე ჭეშმარიტების გზაზე, მაჩუქე ძალა, რომ სრულყოფილად შევასრულო ადამიანის მოვალეობა, რომელსაც ითხოვ ყოველ წუთში და ყოველ წამში ჩემგან ,,,,,,

124. ჩემი აღთქმა, მიმართვა ცის სამეფოს ,,,,
მამაო ჩვენო, შემომქმედო ღმერთო !
მე ვიღებ შენდამი რწმწნას,
რწმენა გზაა ჩემი, ჩემი სულის გადარჩენის !
მე ვიღებ შენს მუდმივობის კანონს ,,სიყვარულს,,!!!
მთელი სიყვარულით და შენდამი ლტოლვით მივიღებ დიდ სიბრძნეს, შენგან ბოძებულს ,,,,
აღთქმას ვდებ : გავალამაზებ ჩემს ცხოვრებას, როგორც მიწაზე, ისე მთელს სივრცეში….
ამინ ,,,,
125. მე დალოცვილი ვარ, ამიტომ თავისუფლად ვმოძრაობ წარსულიდან აწმყოში. ჩემი მომავალი ცხოვრება შევსებულია სინათლით, მე ვდგავარ იქ, სადაც ანთებული ლამპარი, ცოდნის ლამპარი ანთია,,,,დიდმა მოძღვარმა საუკუნეების უკან კაცობრიობას მოგვიწოდა: ,, ხალხო !!! ჩეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება თავისუფალს გაგხდით თქვენ,,,

126. მე ვუერთდები მის მოწოდებას, მე არაფერი არ მზღუდავს ,,,, მე თავისუფალი ვარ, როგორც მერცხალი ,,,, მერცხ ალი ,,,, რომელიც თავისუფლად დაფრინავს ცის კამარაზე ,,,,,,,,,

127. მე მთელი ჩემი ღვთიური შეგნებით ვცდილობ ,, ახლა და აქ,, წარმოვიდგინო ამ მოწოდების დედააზრი, ,,,,, ჰოდა მთელი ჩემი ადამიანური ზეცნობიერებით გავაცნობიერებ ჭეშმარიტებას, რომელიც თავისუფალს გამხდის მე ,,,,,

128. მე წყნარი ვარ, აუღელვებელი, ხმადაბლა ვსაუბრობ, ვლოცულობ, ვმედიტირებ, ზომიერად მივყვები მიწიერ ცხოვრების დინებას, ადამიანისთვის განკუთვნილი კანონებით,,,,ეს უფლებას მაძლევს, რომ გონივრულად განვაგო ჩემი ცხოვრება,,,,
თანაგრძნობა, სიყვარული და თვინიერება თან მსდევს ,,,, კიდევ მადლობა, ათასი მადლობა ღმერთო ,,,,,,
129. მე მწამს რომ სამყაროში იმეფებს: ,,სიყვარული,, ,,მშვიდობა,, ,,ჰარმონია,, ამ სამეულის დახმარებით მივაღწევთ ,,ბედნიერებას,, ,,ჯანმრთელობას,, ,,სულის სიმდიდრეს,,
ეს ყველაზე აუცილებელია დღეს კაცობრიობისთვის !!!
130. ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტა ,, დედამიწაზე,, რომელიც იმყოფება კოსმოსის მთლიანობაში. დროისა და მუდმივობის საათს თავისი მაჩვენებელი აქვს.
ჩვენი 67 წლის სიცოცხლე იმ საათის 1 წუთსა და 27 წამს შეადგენს,,,,, ნუ გამოვიყენებთ ამ ძვირფასს 2 წუთს მიწიერზე დარდით და წუხილით. უფრო ჭკვიანურად განვლიოთ ჩვენი წუთისოფლად სტუმრობა, შევიგნოთ, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ,,პლანეტა დედამიწის,, სტუმრები ვართ,,,, მოვდივართ და უკან ვბრუნდებით,,,

სამყაროში ყოველი დაბოლოვება, იმავდროულად სხვაგან დასაწყისია,,,, სიცოცხლე ხომ მუდმივია, უკვდავია. ამიტომ როცა ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყანაზე, იდგმევა დაბადების სპექტაკლი, ხოლო, როცა უკან ვბრუნდებით, გარდაცვალების სპექტაკლი,,,,,,,, ეს სამყაროს კანონია, ყოველჩვენთაგანს მოუწევს გამგზავრება, როგორც კი ჩამოკრავს მისი საათი,,,,,

ეს ფენომენი გარდაცვალებაა, გადასვლაა, გაცვლაა, გადაადგილებაა, გამგზავრებაა, დაბრუნებაა სახლში — ღმერთის სახლში….
არც ერთ ერს არა აქვს ისეთი შესაფერისი, აზრიანი, შინაარსიანი სიკვდილის შესატყვისი სიტყვა, როგორც ჩვენ ქართველებს ,, გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ,,
გარდაცვალება არ არის ტკივილი და არც ტრაგედია, ან უბედურება, რადგან გარდაიცვლება მდიდარიც და ღარიბიც, ვეგეტარიანელი და ხორცის მიმრთმევიც, გარდაიცვლება ხულიგანი, ისიც ვინც მედიტირებს, ისიც ვინც ლოცულობს, გარდაიცვლება კარგიც და ცუდიც,,,,,,
ეს ნორმალური ბუნებრივი პროცესია,,,,,როცა ერთი კარი იკეტება, იქ მეორე იღება,,,,,,,,,,, როცა დაიკეტება დედამიწაზე ცხოვრების კარი, იმავდროულად გაიღება სხვა კარი,,, გაგრძელება ჩვენი ფიზიკურიდან,,,ღვთიურ განზომილებაში.

მედიტაცია, რომელიც ღმერთთან დაგაახლოვებთ!

დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო! მოგესალმებით, უფალი მეფობს!!! ჩვენ ასე ვესალმებით ქართველები ერთმანეთს: გამარჯობა ! ,,უფალი მეფობს,, გაიხარეეე, ჩვენთანაც უფალი მეფობს. შემოგთავაზებთ პატარა, რაას??? მედიტაციას, შეხვედრას ჩემს თავთან!

ს ი ჩ უ მ ე

ახლა ვიმყოფები ღვთიურ სიჩუმეში,—- ახლა და აქ
მე მშვიდად ვარ, მე ჩუმად ვარ, მდუმარე ვარ, მ ო დ უ ნ ე ბ უ ლ ი —- ….. მესმის ჩემი გულისცემა, — ამ უზარმაზარ სიჩუმეში ჩვენ ორნი ვართ: მე და ღმერთი, ,,გავერთიანდით” და ახლა იწყება უდიდესი ენერგიის მოქმედება…
და მე მშვიდად ვარ ამ ენერგიაში, რომელიც ჩემია, — ჩემგან ამოფრქვეული ენერგია ვრცელდება, მილიარდი კილომეტრებით და მოიცავს მთელს სამყაროს, გალაქტიკებს, მზის სისტემებს, ჰქმნის უზარმაზარ რეზონანსს — მე გავაცნობიერე, რომ სივრცე არის უსაზღვროდ დიდი და ამ დროს უსაზღვროდ პატარა, რომელიც ჩემს თავში ეტევა, რამეთუ ,,მე,, ორივეში ერთდროულად ვარ — და მე გააზრებული, გაცნობიერებული ამ კოსმიურ რეალობაში, ვიმეორებ, რომ ვარ ღმერთის შვილი, უდიდესი მზითვების პატრონი, მე ვარ უკიდეგანო ენერგია, უშიშარი, რწმენით და ნდობით აღსავსე… მე ავამაღლე ,,ქრისტე,, ჩემს გულში, ვაქებ და ვუგალობ მას:

,, დიდება, დიდება, დიდება შენდა უფალო ღმერთო !!! —- ჩემი სულის გალობაში იკვეთება უდიდესი ჰარმონია, სიყვარული, სიმშვიდე — ჩემი გულიდან ამოიფრქვა ახალი სიცოცხლის ძალა, ენერგია ,, ცი +++ რა,, ცის დიადემა, სხივი,,,,,,,,,,,,,
ღვთისმშობელი მარიამის სიყვარული, თანაგრძნობა და თანადგომა მავსებს მე ,,,,

ყოველი გათენებული დღე სავსეა ჩემი გულიდან ამოფრქვეული სიყვარულის ენერგიით… ჩემი სიცოცხლე და თვით ცხოვრება განსმჭვალულია ბედნიერებით, წარმატებით, — ყოველი სურვილი შესრულებულია,,,, მე სამყაროს ,,გონის” რითმში ვზივარ…
მე ვაღიარებ ქრისტეში ყოფნას, მე გავხსენი ორივე ყური მის მოსასმენად, მე გავახილე ორივე თვალი მის შესამცნებად, მე გავაღე ჩემი ბაგე ღმერთის და ღმერთის შვილების სადიდებლად…
ჰარ,,,,მო,,,,ნია ჩემი მთავარი მდგომარეობაა,
სიმ შვიდე ჩემი ყოველდღიური მიზანი…

უფალი მეფობს!
უფალს ვუყვარვართ!
ჩვენ ჩვენი თავის “უფალი ვართ”

ამინ !