მედიტაცია, რომელიც ღმერთთან დაგაახლოვებთ!

დილამშვიდობისა ჩემო მეგობრებო! მოგესალმებით, უფალი მეფობს!!! ჩვენ ასე ვესალმებით ქართველები ერთმანეთს: გამარჯობა ! ,,უფალი მეფობს,, გაიხარეეე, ჩვენთანაც უფალი მეფობს. შემოგთავაზებთ პატარა, რაას??? მედიტაციას, შეხვედრას ჩემს თავთან!

ს ი ჩ უ მ ე

ახლა ვიმყოფები ღვთიურ სიჩუმეში,—- ახლა და აქ
მე მშვიდად ვარ, მე ჩუმად ვარ, მდუმარე ვარ, მ ო დ უ ნ ე ბ უ ლ ი —- ….. მესმის ჩემი გულისცემა, — ამ უზარმაზარ სიჩუმეში ჩვენ ორნი ვართ: მე და ღმერთი, ,,გავერთიანდით” და ახლა იწყება უდიდესი ენერგიის მოქმედება…
და მე მშვიდად ვარ ამ ენერგიაში, რომელიც ჩემია, — ჩემგან ამოფრქვეული ენერგია ვრცელდება, მილიარდი კილომეტრებით და მოიცავს მთელს სამყაროს, გალაქტიკებს, მზის სისტემებს, ჰქმნის უზარმაზარ რეზონანსს — მე გავაცნობიერე, რომ სივრცე არის უსაზღვროდ დიდი და ამ დროს უსაზღვროდ პატარა, რომელიც ჩემს თავში ეტევა, რამეთუ ,,მე,, ორივეში ერთდროულად ვარ — და მე გააზრებული, გაცნობიერებული ამ კოსმიურ რეალობაში, ვიმეორებ, რომ ვარ ღმერთის შვილი, უდიდესი მზითვების პატრონი, მე ვარ უკიდეგანო ენერგია, უშიშარი, რწმენით და ნდობით აღსავსე… მე ავამაღლე ,,ქრისტე,, ჩემს გულში, ვაქებ და ვუგალობ მას:

,, დიდება, დიდება, დიდება შენდა უფალო ღმერთო !!! —- ჩემი სულის გალობაში იკვეთება უდიდესი ჰარმონია, სიყვარული, სიმშვიდე — ჩემი გულიდან ამოიფრქვა ახალი სიცოცხლის ძალა, ენერგია ,, ცი +++ რა,, ცის დიადემა, სხივი,,,,,,,,,,,,,
ღვთისმშობელი მარიამის სიყვარული, თანაგრძნობა და თანადგომა მავსებს მე ,,,,

ყოველი გათენებული დღე სავსეა ჩემი გულიდან ამოფრქვეული სიყვარულის ენერგიით… ჩემი სიცოცხლე და თვით ცხოვრება განსმჭვალულია ბედნიერებით, წარმატებით, — ყოველი სურვილი შესრულებულია,,,, მე სამყაროს ,,გონის” რითმში ვზივარ…
მე ვაღიარებ ქრისტეში ყოფნას, მე გავხსენი ორივე ყური მის მოსასმენად, მე გავახილე ორივე თვალი მის შესამცნებად, მე გავაღე ჩემი ბაგე ღმერთის და ღმერთის შვილების სადიდებლად…
ჰარ,,,,მო,,,,ნია ჩემი მთავარი მდგომარეობაა,
სიმ შვიდე ჩემი ყოველდღიური მიზანი…

უფალი მეფობს!
უფალს ვუყვარვართ!
ჩვენ ჩვენი თავის “უფალი ვართ”

ამინ !