ცისნმი ქარაული

მივესალმები პლანეტის ყოველ კეთხე-კუნჭულში მცხოვრებ ჩემს მეგობრებს,,,
საოცრებათა წელი დგება, მართლაც გაოცებას საზღვარი არ ექნება ისეთი.
მინდა, როგორც სახალხო მკურნალმა და ეზოთერიის მეცნიერების სპეციალისტმა მოგცეთ ერთი სასარგებლო რჩევა და მერწმუნეთ, რომ ეს რჩევა თქვენს ცხოვრებას და ჯანმრთელობას რადიკალურად შეცვლის: ეს შეგიძლიათ ნებიისმიერ დროს, რამდერჯერაც გსურთ, იმდერჯერ გააკეთოთ !!!
ამას დავარქვათ: ,,შეხვედრა ღმერთთან“.
დავჯდეთ მშვიდ, მყუდრო ოთახში… წინ დავიდოთ სარკე, ერთი გამჭირვალე ჭიქით წყალი, ჭიქაზე დავამაგროთ ანთებული ჩვეულებრივი სანთელი და ჩავიხედოთ შიგნით, კარგად დავაკვირდეთ, თუ რა ფერის თვალები გვაქვს, როგორი ცხვირ-ტუჩი, როგორი ოვალი, დაჟინებით დავაკვირდეთ საკუთარ თავს ერთი წუთის განმავლობაში. გადავუხადოთ მადლობა სიცოცხლეს, დიდი მადლიერება გავუგზავნოთ ღმერთს თითოეული ჩვენგანის დაბადებისთვის, მადლობა იმ ქვეყანას, რომელმაც მიგვიღო და ჩვენს სამშობლოდ გამოცხადდა, მადლობა ჩვენს მშობლებს, თუ როგორი სიყვარულით მიგვიღეს და აგვღზარდეს, მადლობა ნათესავებს, მეზობლებს, ბაღის მასწავლებლებს, სკოლის კლასელებს და პედაგოგებს, მადლობა უნივერსიტეტის მეგობრებს და ლექტორებს, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების გზაზე გ ვ აწვალეს, თუ პატივი გვცეს, მადლობა ჩვენს მეორე ნახევრებს, რომელთანაც გავიზიარეთ ჩვენი შვილების დაბადებები და მათი საშუალებით ჩვენ მშობლები გავხდით, მადლობა ჩვენს შვილებს, რომლებმაც აგვირჩიეს და ჩვენ დედები და მამები ვართ,,,
მადლობა იმ ადამიანებს, რომელთა საშუალებით ჩვენ ფული მივიღეთ, მადლობა იმ ბუნების შედევრებს, რომელთა ხილვით სიამოვნება განვიცადეთ,,, მადლობა ცეცხლის სტიქიას, რომ გვათბობს, მადლობა წყლის სტიქიას, რომ წყურვილს გვიოკებს, მადლობა ჰაერს, რომ ვსუნთქავთ, მადლობა დედამიწას ჩვენი გამოკვებისთვის… შეავსეთ თქვენი სული მადლიერების გრძნობით, ჩამოთვალეთ უამრავი მადლიერების მომენტები,,,
შემდეგ კი დადგება ჟამი მონანიების, საიდანაც თავი გვახსოვს, სამი წლიდან, თუ ხუთიდან,,, გავიხსენოთ ის დეტალები, თუ ვის რა ვაწყენინეთ დიდობაში, ვის ვატკინეთ სული, ვინ ვატირეთ, ვინ გვატირა,,, აბსოლუტურად გავიხსენოთ და მოვინანიოთ ყველაფერი. მოვიხადოთ ორმაგი ბოდიში სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშე: მაპატიე ღმერთო, რომ მე მას ვაწყენინე და მაპატიე მე, რომ ის გამოვიწვიე და მაწყენინა,,,
ნებისმიერი ადამიანი ხომ ჩვენთვის არც მტერია და არც მოყვარე, იგი მხოლოდ მასწავლებელია, რომელიც გვასწავლის ცხოვრებას,,,
იგრძნობთ, თუ როგორ იცვლება თქვენს სხეულში ორგანული ნივთიერება, შემსუბუქდებით, გასხივოსნდებით, აურაში ფეიერვეკები აფეთქდება, ენერგია გაბრწყინდება და სამყაროებს მისწვდება,,,
ხოლო ამის მერე კი უფლება გაქვთ გაიაროთ ,,სუფთა ფეხებით“ უფლის ხალიჩაზე, დაუკაკუნოთ და თქვენი მომავალი წლის სურვილები გადასცეთ სიტყვიერად სამყაროს:
მე ვარ (ს. და გ.) სამყაროს კანონთა ზიარებული და ვფლობ უმაღლეს ცოდნას, ვარ კოსმიური იურისტი და ვიმყოფები სიყვარულის არხზე, ჩემი კოდია ,,მე ვარ მყოფი მყოფადში, რაც ნამდვილად არის, რომ ვარ მყოფი მყოფადში 799,,სრული შეგნებით ვაფიქსირებ ჩემს სურვილს: და დაასახელებთ….
შემდეგ ადგები, სამჯერ პირჯვარს გადაიწერ და დალევ ამ წყალს, სარკეში კი დიდ მადლობას გადაუხდი საკუთარ თავს, რომ ასეთი მამაცი ხარ. წერილს შეინახავთ,,,
ეს არის ,,აქტი,, როდესაც შენ და შენი თავი ერთად ხართ, გილოცავთ!